logo_geo
eng_logo
გია ნადარეიშვილი: დავამზადე კორონავირუსის წამალი. იმდენია, მთელ საქართველოს ეყოფა
- +

11 მარტი. 2020. 17:18

 

 

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიის, ონკოლოგიის, თერაპიისა და ბიოლოგიის დარგში პროფესორი, ჰომეოპატი გია ნადარეიშვილი საუბრობს. მისი რეკომენდაციით, ამ შემთხვევაში, მთავარია, ჰიგიენის დაცვა და აუცილებელია იმუნოსტიმულატორები.

 

 

"ზუსტად იგივე ვირუსი იყო 2002, 2012 წლებში და ის კიდევ განიცდის მუტაციას. თავდაპირველად კორონავირუსი ჩინეთში იყო 2012 წელს, შემდეგ საუდის არაბეთში, მერე ისევ ჩინეთში. 3-4% დაფიქსირდა სიკვდილიანობა. ისევ გავიმეორებ, თუ რაღაცა სერიოზულს არ გვიმალავენ, ასეთი მზადება არ იქნება. რა ინფორმაცია აქვთ, თქვან. რამდენჯერ იყო სხვადასხვა სახეობის გრიპები და პირბადით ჩვენ სამსახურებში არ ვყოფილვართ. ჩემი რჩევა ის იქნება, რომ მშვიდად ვიყოთ.

 

 

მე დავამზადე ჰომეოპატიური პრეპარატი. აი, აგერ დევს, თქვენს თვალწინ ეს წამალი. იმდენია, მთელ საქართველოს ეყოფა. პრევენციას ვერ ვაკეთებ, თუმცა ზოგიერთმა ჩვენმა პარლამენტარმა უკვე დამირეკა და მკითხა, გია, გააკეთე წამალიო? თქვენ პირველი ხართ, ვისაც ამას ვეუბნები.

 

 

როგორც სხვა მძიმე დაავადებებისაგან განიკურნა უამრავი ადამიანი, მჯერა, ეს წამალიც იტყვის თავის სიტყვას.  მასში 40 დასახელების ჰომეოპატიური კომპონენტია და ამის ახსნა რომ დავიწყოთ, დილამდე ვერ დავასრულებთ.

 

 

მე ჯერ ჩემი ხალხის გადარჩენა მინდა და მერე მთელი სამყაროსი. თუ ჩვენი ხელისუფლება ხალხზე ფიქრობს, ამ წამლის ტესტირება ჯერ ადგილზე უნდა მოხდეს.

 

 

ბუნების არაგონივრულმა ურბანიზაციამ გამოიწვია კლიმატური ნორმების უარყოფითად ცვლილება: მტკნარი წყლის დეფიციტი, ნაყოფიერი მიწების გამოფიტვა, წყლის აუზების დაბინძურება, რომელიც ადამიანის ორგანოების დაბინძურებას იწვევს და შლაკებით ივსება მთელი უჯრედები. ასეთ დროს უჯრედებში ატომები ვერ გადაადგილდებიან კანონზომიერად. უნდა მოხდეს შლაკების და მავნე ნივთიერებების გამოდევნა ორგანიზმიდან და სწორედ ადამიანის ორგანოების გაწმენდას უზრუნველყოფს ჰომეოპატია. ნობელის პრემიის ლაურეატი ავსტრიელი ირვინგ შრედინგერი კვანტური ფიზიკის მამაა. მან დაწერა წიგნი „ბიოლოგიაფიზიკოსის პოზიციიდან“ მან რაც დაწერა, ის მე პრაქტიკაში უკვე განვახორციელე", - განაცხადა გია ნადარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner