logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა ლარის კურსზე გავლენას ახდენს
- +

11 მარტი. 2020. 18:26

 

 

„კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა  ლარის კურსზე   გავლენას ახდენს“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევას სწორედ ეს  პროცესები  და მასთან დაკავშირებული მოლოდინები იწვევს.

 

 

„აღნიშნული  პროცესესები იწვევს ლარის  ბოლოდროინდელ რყევებს. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარების ტენდენცია, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები, ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის კურსზე. დაგვჭირდება და ალბათ სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ რეალობის გათვალისწინებით, რათა ერთის მხრივ მოხდეს  პრევენცია და მეორეს მხრივ დავსახოთ გარკვეული გეგმები“.– განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და ღია, მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებული, შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას იქონიებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner