logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი ვიზა-ლიბერალიზაციაზე: საუკუნეებია საქართველო ელოდება იმ დღეს, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება განხორციელებული
- +

14 ივნისი. 2016. 13:37



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ვიზა-ლიბერალიზაციის ვადებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ საუკუნეებია საქართველო ელოდება იმ დღეს, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება განხორციელებული.



მთელი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკოსებისგან ყოველთვის ითხოვთ რაღაც თარიღებზე საუბარს და თუ მერე ამ თარიღებში ვერ სრულდება, ხდება პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა. ვიზა-ლიბერალიზაცია იქნება უცილებლად. საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. სამწუხაროდ, დრო აღმოჩნდა ისეთი, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. მათ შორის ეს არის მიგრაციის პრობლემა ევროპაში და შიდა პრობლემებს ამასთან კავშირი არ აქვს. ევროკავშირს აქვს უამრავი გამოწვევა და მას სჭირდება დამატებითი მექანიზმები, რათა მიგრაციის პრობლემები იყოს მართვადი ევროპაში. ამიტომ, მათ სჭირდებათ სწრაფი შეჩერების მექანიზმი. მე მგონი, მშვიდად უნდა ვუყუროთ ამას. საუკუნეებია საქართველო ელოდება იმ დღეს, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება განხორციელებული. ამიტომ, სექტემბერი იქნება, ოქტომბერი თუ აგვისტო, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ არ მოხდება ამის უარყოფა და დავიწყება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner