პაატა იმნაძის თქმით, იტალიას მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვს. ამბობს, რომ იტალიის ჩვენნაირი ინსტიტუცია კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ პირველი შემთხვევები მაინც გაეპარათ.
"იტალიას სხვათა შორის ჯანდაცვის მძლავრი სისტემა გააჩნია. გასაგებია, ტრადიციურლი ქვეყანაა და G7-ის წევრია. მე ვიცნობ ჩემს კოლეგებს, ჩვენნაირი ინსტიტუცია უმაღლესი პროფესიონალებითა და კვალიფციური კადრებით არის დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ იტალიაში როდესაც პირველი შემთხვევები დადასტურდა, ამ შემთხვევების კავშირები შემოტანილ შემთხვევებთან ვერ იქნა დადგენილი. ასე ვთქვათ, გაეპარათ. დიდი ქვეყანაა და როგორც ჩანს, უფრო ძნელი იყო გაკონტროლება. იტალიამ ჩემი აზრით რიგი ღონისძიებები ცოტა დააგვიანა. სწავლის შეწყვეტა, მუზეუმები და ა. შ. წარმოიდგინეთ, იტალიაა და რამდენი ტურისტია ქვეყანაში ჩასული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.