პარლანებტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიებს შორის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა - პარლამენტი მუშაობს და “ქართული ოცნება” ასრულებს თავის პირობას.
“პირველივე პლენარულ სხდომაზე ჩვენ შევქმნით საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც 1 თვის ვადაში საჯარო განხილვას უზრუნველყოფს და შემდეგ დავიწყებთ პაკეტის განხილვას პარლამენტში. გეგმის თანახმად, საგაზაფხულოს სესიის ბოლომდე ცვლილებები მიღებული იქნება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჯარო განხილვების ფორმატი შეიცვალოს და ის სატელევიზიო ან ვიდეოპლატფორმის გამოყენებით ჩატარდეს, თუმცა პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად მოხდება. ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო კომისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.