logo_geo
eng_logo
კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
- +

11 მარტი. 2020. 21:58

 

 

თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კორონავირუსის გამო დედაქალაქში ვერტმფრენების გამოყენებით მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები იგეგმება.

როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი აცხადებს, თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ. სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

მეგობრებო, არც ჩვენ და არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

 მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“, - წერს სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner