logo_geo
eng_logo
ვლადიმერ იმნაძე პოლონელ რეზერვის ოფიცრებს შეხვდა
- +

11 მარტი. 2020. 22:47

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის მიზანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურის, მის წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობა და სოციალური და ჯანდაცვის პროექტების გამოცდილების გაზიარება იყო.

სტუმრებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და მომავალი ურთიერთობების შესაძლებლობები განიხილეს. პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციამ 2021 წელს, ვარშავაში გასამართ უსაფრთხოების გაფართოებულ კონფერენციაზე, ვლადიმერ იმნაძე მიიწვიეს.

 შეხვედრას ესწრებოდნენ პოლკოვნიკი შტეფან შუშკა, ვიცე-პოლკოვნიკი მარიან ჩიჩონი, ჯოზეფ გროჩალა და ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

პოლონელი სტუმრები, ამავდროულად, ვარშავის სტრატეგიული უნივერსიტეტის ლექტორატს და სამობილიზაციო რესურსის საკითხების ექსპერტებს წარმოადგენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner