logo_geo
eng_logo
იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა
- +

11 მარტი. 2020. 23:36

 

 

იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

 

საერთ ჯამში იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს.

 

ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი დასმული აქვს 12462 ადამიანს. ლომბარდიაში, რომელიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, ბოლო 24 საათში 149 ადამიანი დაიღუპა. ლომბარდიაში ინფიცირებულთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 1489 შეადგინა.

 

კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ. იტალიის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner