BBC-ის ინფორმაციით, ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. ეშაქ შაჰანგირი ამჟამად კარანტინში იმყოფება. ჯაჰანგირი ყველა მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ირანში ვირუსით დაინფიცირდა.
BBC წერს, რომ ირანელი მაღალჩინოსანი უკვე რამდენიმე დღეა, არ ესწრებოდა მთავრობის სხდომებს. ზოგადად, ვიცე-პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტის არყოფნაში მინისტრთა სხდომებს უძღვება ხოლმე.
მანამდე, კორონავირუსი ასევე დაუდგინეს ირანის მთავრობის ორ წევრს, ირანის კულტურისა და მრეწველობის მინისტრებს.
ირანში ბოლო მთავრობის სხდომა პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ჩაატარა. შეხვედრაზე მისულ მინისტრებს ნიღბები ეკეთათ.