logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსი ნაწლავში მრავლდება და ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა
- +

12 მარტი. 2020. 00:22

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით,  კორონავირუსი მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადება არ არის. ის სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდება და ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღება არ მახვილდება, მაგრამ სპეციალისტებმა იციან და გვაფრთხილებენ, რომ წვეთოვანი გზის გარდა, არსებობს ფეკალურ-ორალური გადაცემაც, ფეკალიებით დაბინძურებულ საგნებზე ხელის შეხებით. კორონავირუსები რეპლიკაციას განიცდის, ანუ მრავლდება სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. განსაკუთრებით, ნაწლავებში და ის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. ასე რომ, შესაძლოა, ნაწლავები ამ ვირუსის გამრავლების უფრო მნიშვნელოვანი ადგილიც კია, ვიდრე სასუნთქი სისტემა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

 

 მისივე თქმით, არავის დაუდგენია, რომ 15 წუთში ერთხელ წყლის დალევა კორონავირუსისგან თავის დასაცავად საკმარისია და წყლის დალევის შემთხვევაში ვირუსი სასუნთქი გზების ნაცვლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აღმოჩნდება და კუჭში არსებული მჟავე არე მას გაანეიტრალებს.



რატომ 15 წუთში ერთხელ და არა ხუთში, ან 25-ში?! ვირუსი 15 წუთში მაინც მოასწრებს რეცეპტორებით სასუნთქ გზებში შესვლას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner