კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პაციენტი 19 წლის მამაკაცია. ის ამ დროისთვის თვითიზოლაციიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი, ამ დრომდე თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტის შემთხვევა იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 შეთხვევა არის დადასტურებული.