თბილისის, ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ქრისტიანებისთვის ზიარება არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლობა და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.
„ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.