logo_geo
eng_logo
ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ
- +

12 მარტი. 2020. 12:57

 

ამერიკელი კინოვარსკვლავი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით დაინფიცირდნენ და ახლა იზოლირებულნი არიან ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის ჰოსპიტალში. მსახიობმა ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა მიმართვა.

 

„თავს მოთენთილად ვგრძნობდით, თითქოს გავცივდით და სიცხე გვქონდა. წესების შესაბამისად, როგორც ახლაა საჭირო, გავიარეთ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხი დადებითი აღმოჩნდა“, - წერს ჰენკსი.

 

ავსტრალიური ტელეარხის SBS-ის ცნობით, ტომ ჰენკსი ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებაზე ჩავიდა. ფილმში 63 წლის კინოვარსკვლავი ელვის პრესლის მენეჯერის როლს ასრულებს.

 

ჯერჯერობით უცნობია, სად და როგორ დაინფიცირდნენ ჰენკსი და უილსონი. ცოლ-ქმარი ძირითადად სიდნეიში იყვნენ და მხოლოდ ამ კვირის დასაწყისში წავიდნენ გოლდ-კოსტში.

 

კომპანია „Warner Bros.“ აცხადებს, რომ კონტაქტში არიან ავსტრალიის ჯანდაცვის დაწესებულებებთან, რათა დადგინდეს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი ჰენკსს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner