პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შეხვდა.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.