ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო იმდენად სწორი მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. ამასთან, მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია.
„ჩემთვის გაცილებით იოლია, იმაზე ვიფიქრო, როგორ უნდა მოვიქცეთ - ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ და განვვითარდეთ. მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ როგორც სააკაშვილი მოქმედებდა, ისე ვიმოქმედებთ. გაძლიერებულ ქვეყანაში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ ჩვენთან დგომის სურვილი. მოლაპარაკებებით და სახელმწიფოს სწორი მიმართულებით განვითარებით, ოსებს და აფხაზებს ჩვენთან დაბრუნების სურვილი უნდა გავუჩინოთ. ხალხი უნდა დავიბრუნოთ და არა ტერიტორიები. დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და შედეგი აუცილებლად დადგება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.