logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია
- +

12 მარტი. 2020. 13:46

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი თანაშემწე თვითიზოლაცი იმყოფება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებულია შესაბამისი ღონისძიებები.

 

„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში. იმ პერიოდში, როცა მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში.

 

შესაბამისად, გავრცელების რისკი იყო დაბალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე ერთ კვირაა, აღარ იმყოფება სამინისტროში. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი გვქონდეს, კორონავირუსი მასაც არ დაუფიქსირდება.

 

თუმცა, ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა კორონავირუსზე და პასუხი იყო ნეგატიური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

12 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა, 295 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner