logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ხაზინის ქურდი და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი არ არის პოლიტპატიმარი!
- +

12 მარტი. 2020. 15:33

 

 

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ე.წ. პოლიტპატიმარი არ ჰყავს და ეს ყველაფერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოგონილი ფანტაზიებია. აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსმა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღიარებენ.

 

„ნამდვილად არა ჰყავს საქართველოს პოლიტპატიმარი. პარლამენტში ძალით შეჭრის მომწოდებელი არ არის პოლიტპატიმარი! ხაზინის ქურდი არ არის პოლიტპატიმარი! იარაღის მატარებელი და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი არ არის პოლიტპატიმარი! ასე რომ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ შეთითხნილი, მოგონილი ფანტაზიები, რომლითაც ტოქსიკურად კვებავენ საზოგადოებას როგორც შინ, ასევე გარეთ.

 

ახლახან, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შეხვედრა შედგა, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე საუბარიც არ ყოფილა და ეს გამოჩნდა იმ განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს დასავლელმა დიპლომატებმა. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს და ამას ძალიან მალე დავინახავთ“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულის გარდა, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner