ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ვირუსის საფრთხის გამო, ჩეხეთმა გერმანიისა და ავსტრიის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შენგენის ზონის ქვეყანა საზღვარზე შემოწმებებს 13 მარტიდან დაიწყებს.
ასევე, კალიფორნია „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის, მარტის ბოლომდე 250-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.
ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში არის გავრცელებული.