logo_geo
eng_logo
ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა
- +

12 მარტი. 2020. 15:52

 

 

ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

 

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი, გამოჯანმრთელდა.

 

ამასთან, ვირუსის საფრთხის გამო, ჩეხეთმა გერმანიისა და ავსტრიის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შენგენის ზონის ქვეყანა საზღვარზე შემოწმებებს 13 მარტიდან დაიწყებს.

 

ასევე, კალიფორნია „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის, მარტის ბოლომდე 250-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.

 

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში არის გავრცელებული.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner