ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ და მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ, ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც მას დაკისრებული ჰქონდა.
მისი თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება პოლიტიკური კონსულტაციების საკითხია.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკლებლივ ყველა ვალდებულება შესრულებულია. დანარჩენი პროცესი არის პოლიტიკური კონსულტაციების საკითხი და იმედი მაქვს, რომ ის მალე დადებითად გადაწყდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.