„აი, ეს არის გაუნათლებლობის, უწესობა-უკულტურობის, რომ თვითონ კარგად იყოს და სხვა ჭირსაც წაუღიას მაგალითი“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ექიმ ჯამბულ მაკარაძის სტატუსს.
„სამოთხიდან ჯოჯოხეთში“ – ასე დაასათაურა საკუთარი FB-სტატუსი ექიმმა ჯამბულ მაკარაძემ, რომელიც კოლეგებთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ საჩხერის სასტუმროში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმი კარანტინში ყოფნას აპროტესტებს.
„აი, ხომ ექიმია, ხომ კრუიზშიც ყოფილა, მაგრამ აი, ეს არის გაუნათლებლობის, უწესობა-უკულტურობის, რომ თვითონ კარგად იყოს და სხვა ჭირსაც წაუღიას მაგალითი. არადა, სამაგალითო უნდა იყოს, წესით, სხვებს უნდა მოუწოდებდეს სიმშვიდისკენ. ეპიდემიას ასეთი ადამიანების უპასუხისმგებლობის გამო აცხადებენ სწორედ. არ მჩვევია მსგავსი სტატუსი, მაგრამ ეს ნამეტანია უკვე“, - წერს გოდერძი შარაშია.