საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული იყო ის, რაც 2008 წელს მოხდა.
ყოფილი პრემიერის თქმით, არსებული ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მსგავსად არ იმოქმედებს და რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რადგან მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს.
„ყველაზე დიდი დანაშაული სააკაშვილის იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს. რომ არა სააკაშვილის სულელური ქმედებები, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, თუმცა რუსეთის აგრესიის როლი ამით არ მცირდება", - ამბობს ივანიშვილი.