logo_geo
eng_logo
მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო გუნდის ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს
- +

12 მარტი. 2020. 18:34

 

 

მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც სპორტული კლუბის რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ კლუბის მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ჩვენს კალათბურთის გუნდის წევრებს ვირუსი დაუდგინდათ, მას შემდეგ რაც ტესტი გაიარეს.

 

დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, - აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner