logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს - პირველ რიგში, ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები
- +

12 მარტი. 2020. 18:46

 

 

„ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მათ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს, რომ „რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა“ .

 

„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner