საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდვითი მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი გააკრიტიკა და მას „ყველაზე მაგარი გამყალბებელი უწოდა.
„უზნეო ხალხი დღეს ზნეობაზე ლაპარაკობს, დღეს მიშა მაჭავარიანი გამოდის და ზნეობაზე საუბრობს. ყველამ იცის, რომ ის ყველაზე მაგარი გამყალბებელია და ეს ზნეობაზე მელაპარაკება, ამაზე საზოგადოება ღიზიანდება, მაგრამ რა ვქნათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.