logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: შარშანდელმა წელმა მისთვისაც და საქართველოსთვის ჩაიარა დანის პირზე გავლით
- +

12 მარტი. 2020. 18:47

 

 

„ამჟამად, როდესაც მთელი მსოფლიო გრგვინავს ეპიდემიის შიშით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დამსახურებით ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა და მეწინავედ იქცა წინასწარ გატარებული ღონისძიებებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

 

„შარშანდელმა წელმა მისთვისაც და საქართველოსთვის ჩაიარა დანის პირზე გავლით, მაგრამ სწორედ გიორგი გახარიას გადადგმული ნაბიჯებით თავიდან იქნა აცილებული საომარი ესკალაციები ხან პანკისში, ხან დავითგარეჯში და ბოლოს თბილისში, ამ დროს კი როგორც ხდება, გარე სამხედრო ძალა და ქვეყნის შიგნით არსებული მეხუთე კოლონა მუდამ მზად არის დანაშაულებრივი ქმედებებისკენ! ამაზე ბევრჯერ დამიწერია და აღარ გავაგრძელებ... პოლიტიკურ დაძაბულობას თან ერთვოდა ბუნების სტიქიაც, როცა ძლიერმა გრიგალმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა დასავლეთ საქართველოში... ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული როდესაც სენაკსა და ზუგდიდში კარდაკარ დადიოდა შს მინისტრი და საკუთარი თვალით აფასებდა ზარალს და რაც მთავარია, გვერდში ედგა მოსახლეობას!

 

ამჟამად, როდესაც მთელი მსოფლიო გრგვინავს ეპიდემიის შიშით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დამსახურებით ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა და მეწინავედ იქცა წინასწარ გატარებული ღონისძიებებით, რათა მინიმალური იყოს ვირუსული დაავადებების დონე და გაუმკლავდეთ არ საშინელ გამოწვევას!

 

გიორგი გახარიას ყოველდღიური საქმიანობა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საგანგებოდ შექმნილ შტაბთან და მედიკოსებთან ერთად ცდილობს და ახორციელებს ბრძოლას, რათა საქართველოში მაქსიმალურად არიდებულ იქნას ვირუსული ეპიდემია და თავი დავაღწიოთ ამ გლობალურ საფრთხეს!“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner