„ორივე შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, საბოლოოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული. ნაცებს ქვეყანა სწორედ ამისკენ მიჰყავთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნაცების პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე (ბოლო 20 წლის განმავლობაში), ალბათ, უკვე ასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პატიოსანი არჩევნებით მათი ხელისუფლების სათავეში დაბრუნება, მრავალი მიზეზის გამო, კატეგორიულად გამორიცხულია. რჩება ორი გზა - დღევანდელი ხელისუფლება ფეხებზე იკიდებს ქვეყანას და საზოგადოებას და ნებაყოფლობით უთმობს მათ ასპარეზს, რაც აგრეთვე კატეგორიულად გამორიცხულია; ან ნაცები „მოძმე“ რუსეთის მხარდაჭერით აწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას.
ორივე შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, საბოლოოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული. ნაცებს ქვეყანა სწორედ ამისკენ მიჰყავთ“, - წერს თეიმურაზ ქორიძე.