logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: პატიოსანი არჩევნებით ნაცების ხელისუფლების სათავეში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხულია
- +

12 მარტი. 2020. 18:48

 

 

 

„ორივე შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, საბოლოოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული. ნაცებს ქვეყანა სწორედ ამისკენ მიჰყავთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„ნაცების პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე (ბოლო 20 წლის განმავლობაში), ალბათ, უკვე ასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პატიოსანი არჩევნებით მათი ხელისუფლების სათავეში დაბრუნება, მრავალი მიზეზის გამო, კატეგორიულად გამორიცხულია. რჩება ორი გზა - დღევანდელი ხელისუფლება ფეხებზე იკიდებს ქვეყანას და საზოგადოებას და ნებაყოფლობით უთმობს მათ ასპარეზს, რაც აგრეთვე კატეგორიულად გამორიცხულია; ან ნაცები „მოძმე“ რუსეთის მხარდაჭერით აწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას.

 

ორივე შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და, საბოლოოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული. ნაცებს ქვეყანა სწორედ ამისკენ მიჰყავთ“, - წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner