logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: 9 წლიანი სიმწარის მერე პატიმარზე მხოლოდ "ლაი-ლაი" არ მოქმედებს!
- +

12 მარტი. 2020. 19:25

 

 

 

 

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

„აქ ზოგიერთი პანიკიორის და საბოტაჟნიკის გასაგონად:

 

 

სასჯელაღსრულებაში ვმუშაობდი. მოგეხსენებათ რა ქაოსი იყო ნაცების რეჟიმის შემდეგ. განსაკუთრებულად მძიმე ვითარება დაგვხდა ე.წ.ტუბებში, იქ, სადაც ჭლექიანი ავადმყოფები იწვნენ. ანალოგიური, გაუსაძლისი პირობები შიდსიანებში, ისინი რეჟიმმა პრაქტიკულად გაწირა და ციცხლად ალპობდნენ...

 

 

შიმშილობის მეხუთე დღეს გასაგები გახდა, რომ ცოტაც და ამ ხალხს ვკარგავთ...

 

 

მათი მოთხოვნა ახალი მთავრობის მიმართ სასჯელის გადავადება იყო.

 

 

ჩვენ ყველას მივეცით დაპირება, რომ შეკრებითობის კანონს გავაუქმებდით და მათ საქმეებს ინდივიდუალურად შევისწავლიდით!

 

 

მაგრამ ეს არ კმარა ციხეში არაა!!!!

 

 

9 წლიანი სიმწარის მერე პატიმარზე მხოლოდ "ლაი-ლაი" არ მოქმედებს!

 

 

მაშინ ნათია ლანდია, არჩილ თალაკვაძე და მე გადავინაწილეთ ამ გათანგულ, გამწარებულ პატიმრებთან ყოველდღიური ადამიანური ვიზიტები და განვმუხტეთ სიტუაცია!!!

 

 

არცერთს, ვიმეორებ არცერთს პირბადე არ გვეკეთა-ეს უნდობლობის ნიშანი იქნებოდა!

 

 

მადლობა ჩემს ყოფილ კოლეგებს, მე ბევრი რამე მახსოვს!

 

 

P.S.ეს ციხეები დაინგრა და მხოლოდ ფოტო არქივი გვახსენებს იმ კოშმარს,“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner