logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი გიგა ბედინეიშვილს: „ქართულმა ოცნებამ“ მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები
- +

12 მარტი. 2020. 21:53

 

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები“, - ასე პასუხობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კასპის მაჟორიტარი დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილი ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს.

 

 

„არ ვიცი, როდის გახდა ბედინეიშვილი დნმ-ის და მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები, რის შედეგადაც კერძო სექტორს ამ მომენტისთვის 1.5 მილიარდი ლარი დარჩა განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, - წერს ირაკლი მეზურნიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner