„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები“, - ასე პასუხობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კასპის მაჟორიტარი დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილი ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს.
„არ ვიცი, როდის გახდა ბედინეიშვილი დნმ-ის და მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები, რის შედეგადაც კერძო სექტორს ამ მომენტისთვის 1.5 მილიარდი ლარი დარჩა განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, - წერს ირაკლი მეზურნიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.