logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: როცა შესაძლებლობა წარმოიშვება, გონივრული უნდა იყოს მოლოდინი
- +

14 ივნისი. 2016. 14:03



„არ შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს იმის განცდა, რომ შესაძლებლობა და რეალიზაცია დიდ პოლიტიკაში არის თითის დატკაცუნება. სულწრაფი ერები დიდ შედეგებს ვერ აღწევენ",-  ასე აფასებს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების გაჭიანურებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ქუცნაშვილის განცხადებით, ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2015 წელს წარმოიშვა, ამიტომ შესაძლებლობის  რეალიზაციის მოლოდინი გონივრული უნდა იყოს. ასევე ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სულსწრაფი ერები დიდ შედეგებს ვერ აღწევენ. 



„ვერ ვიტან სახელმწიფო მმართველობაში მოუთმენელ ადამიანებს. 2015 წელს წარმოგვეშვა ვიზა-ლიბერალიზაციის შესაძლებლობა. არიქა, 2016 წლის გაზაფხულზე მომეციო, როცა თურქეთი ამდენი წელია ელოდება. ჩვენზე 3-ჯერ ძლიერი ეკონომიკით, 10-ჯერ ძლიერი შეიარაღებით, 15-ჯერ დიდი მოსახლეობის რაოდენობით და 30-ჯერ დიდი ტერიტორიით, ამიტომაც ვამბობ, რომ როცა შესაძლებლობა წარმოიშვება, გონივრული უნდა იყოს მოლოდინი ამ შესაძლებლობის რეალიზაციის. გავზომოთ, 2015-ის შემოდგომასა და 2016-ის გაზაფხულს შორის რა დროა გასული. არ შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს იმის განცდა, რომ შესაძლებლობა და რეალიზაცია დიდ პოლიტიკაში არის თითის დატკაცუნება. სულწრაფი ერები დიდ შედეგებს ვერ აღწევენ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner