logo_geo
eng_logo
ქეთევან ზარნაძე: სანდრა რულოვსი ციხის ყასაბი იყო გოგონებს საშვილოსნოს აჭრიდა
- +

12 მარტი. 2020. 23:16

 

„სანდრა რულოვსი, ჩვენ რომ შემდგარი სახელმწიფო გვერქვას, დიდი ხნის წინ უნდა გამოეკეტათ ციხეში”, – ამის შესახებ „საერთო გაზეთში” ყოფილი პატიმარი, ვიცე-პოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე წერს.

 

 

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც ექს-პრეზიდენტის საქმიანობას ეხება:

 

 

„სულ მაინტერესებდა, რა სანიტრის კურსები გაიარა ასეთი სანდრა რულოვსმა, ჯანდაცვის ყველა პროგრამას რომ ხელმძღვანელობდა, ტელესივრცეში სანიტრისთვის შეუფერებელი იმიჯით დიდხანს პოზირებდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა საზოგადოებამ, რისთვის შეიცვალა პირველმა ლედიმ „პროფესია”. გულუბრყვილო ადამიანები, ალბათ, კეთილგანწყობით უმზერდნენ ჯანმრთელობის დაცვის ეგიდით კამერების წინ მოკეკლუცე სანდრას. არ იყო ადვილი, გადამთიელი და საქართველოს დასაქცევად გამოზრდილი, ცხვრის ქურქში „გამოტკვარცული” ქალბატონის ავი ზრახვების გამოცნობა.

 

 

სანდრა 2014 წლამდე ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა გლობალური ფონდის შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამებს. აღნიშნულ ფონდთან საქართველო 2002 წლიდან თანამშრომლობდა. ხოლო საგრანტო პროგრამები 2010-2013 წლებში ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ასეული მილიონობით ევრო ვის ჯიბეში ილექებოდა, ძნელი გამოსაცნობი არ არის. „გულისხმიერი და კეთილი” პირველი ლედი ხშირად სტუმრობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სადაც უიმედო, ნაწამები, ღირსებაშელახული პატიმრები სულაც არ ელოდნენ მისგან შველას. ტელევიზიები კი ყველა საინფორმაციო გადაცემაში დიდხანს აშუქებდნენ მოამაგე სანდრას. ჯანდაცვის პროგრამებით, განსაკუთრებით, ტუბერკულოზის პროგრამით, ისევ თვითონ იხეირეს, პატიმრებს მიზანმიმართულად აავადებდნენ ან ატყუებდნენ, თითქოს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა ჰქონდათ და ასმევდნენ უმძიმე ქიმიურ პრეპარატებს, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდებოდა. მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ მოატყუეს ათი პატიმარი ქალი, თითქოს ტუბით იყვნენ დაავადებულები. ეჭვის საფუძველიც ჰქონდათ, გააპროტესტეს და სამედიცინო დეპარტამენტი აიძულეს, შედეგები გადაემოწმებინათ. არც ერთ ქალბატონს არ აღმოაჩნდა ტუბი. თვითონ მე ისეთი ფორმა დამიდგინეს Xღ, რომელიც, ვფიქრობ, ჯერ საქართველოში არც არავის ჰქონია. თან ადმინისტრაციამ ოპერატიულად ხმები გამივრცელა, თითქოს 2-3 დღეში მოვკვდებოდი და ჩემი დამარხვაც კი არ შეიძლებოდა, მხოლოდ უნდა დავეწვით. სრული იზოლირებისთვის მშვენიერ ხერხს მიაგნეს, ბინძურ თამაშებში ბადალი არ ჰყავდათ! სხვათა შორის, აღნიშნულის შესახებ არაერთი საჩივრით მივმართე შესაბამის ორგანოს, პროკურატურაში საქმეც აღიძრა, მაგრამ შემდეგ, რატომღაც, სად-ის საგამოძიებოს გადააწერეს, ანუ ვისაც ვუჩიოდი, მასთან გამიშვეს სიმართლის მოსაძებნად. აღნიშნული ჯადოსნური წრე დღესაც მოქმედებაშია. პროკურატურა და ვერც სხვა სამართალდამცავი ორგანოები დამოუკიდებლად რომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და იმავე წრეზე ტრიალებენ, ფაქტია. საინტერესოა, როდის დაეხვევათ თავბრუ და როდის გაწყდება ეს ჯადოსნური რკალი? ყურადღების მიღმა დარჩა სანდრა რულოვსის სკრინინგ-პროგრამით გამოკვლეული და დაზარალებული უამრავი ქალის საჩივარი თუ განცხადება, რომელიც ხშირად ხვდებოდა პრესის ფურცლებზეც. წერილებში აღნიშნული იყო, რომ პატიმარ ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გაურკვეველი მიზნით აჭრიდნენ საშვილოსნოს, ხშირ შემთხვევაში ეს ქალბატონები ჯერ ქორწინებაშიც არ იყვნენ და შვილებიც არ ჰყავდათ. ვფიქრობ, გენოციდის შესანიშნავი ფორმა იყო მოძებნილი და კარგად შენიღბული. ახალგაზრდა მამაკაცები მორალურად თუ ფიზიკურად გაანადგურეს. ციხეში თუ კოლონიებში უამრავი პატიმარი დაიღუპა…” – წერს ზარნაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner