logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: ნუნუ ბებია, პაატა იმნაძის დედა კონვერტით ფონდისთვის პენსიას გვაძლევს
- +

12 მარტი. 2020. 23:20

 

 

მწერალი გიორგი კეკელიძე  პაატა იმნაძის დედაზე გვიამბობს. მწერალი გიორგი კეკელიძე ქალბატონის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პაატა იმნაძის დედა მისი უფროსი მეგობარია და მისი ქველმოქმედების შესახებაც გვიყვება:

 

 

„რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.

 

 

ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“ – წერს გიორგი კეკელიძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner