აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე კორონავირუსის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მობილიზაციაზე საუბრობს:
“მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიას ვერავინ ასწავლის საკუთარი მოსახლეობის დაცვას და მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით, ბავშვებისას, რადგან ეს ქვეყანა ბავშვებისთვისაა, ყველგან და ყოველთვის! უმაღლესი დონის მედიცინა, მედიკოსები და საავადმყოფოები რომ არ აკლიათ, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მაინც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მეტი მობილიზაციაა (ხარვეზები ყველგან არის). ეს რა ბედნიერი შეგრძნება ყოფილა, როდესაც შენი ქვეყანა, შენი სახელმწიფო მსოფლიოში არავის ჩამოუვარდება და კიდევ საკითხავია, იქნებ, მეტიც არის?!
დიდი მადლობა ყველას, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის! ღმერთს ვთხოვ, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს და პროცესები ხელიდან არ გაექცეთ.
იქნებ, ხისთავა და ხარბ ე.წ. პოლიტიკოსებს ენიშნოთ, რომ საკუთარი ხალხის სიყვარულისა და მადლიერების ფასი არაფერია (!) ამქვეყნად!”– წერს რუსუდან შარაძე