logo_geo
eng_logo
„სუხიშვილების“ საგანგებო მიმართვა – „პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაგვაბრუნონ საქართველოში“
- +

13 მარტი. 2020. 01:09

 

 

საგასტროლო მოგზაურობაში მყოფი ანსამბლი „სუხიშვილები“ განცხადებას ავრცელებს. როგორც ტექსტშია ნათქვამი, მათ შეწყვიტეს საზღვარგარეთ კონცერტების გამართვა და საქართველოში დაბრუნებას ცდილობენ, რის შემდეგაც თითოეული წევრი თვითიზოლაციაში მოექცევა. ასევე, გაუქმდა 3 და 4 აპრილს დაგეგმილი კონცერტები საქართველოში:

 

 

„ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით, ანსამბლი 1-ელი თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ კონცერტები პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი.

 

 

გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ რომ უახლოესი რეისით დაგავბრუნონ საქართველოში.

 

 

საბედნიეროდ დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას – ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.

 

 

ასევე გაცნობებთ რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები.

 

 

ნუ მივეცემით პანიკას და მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ჯანმრთელობას გისურვებთ!“, – ნათქვამია განცხადევაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner