logo_geo
eng_logo
ინგა ლოლაძე: ერთადერთი, საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე იზრუნა
- +

13 მარტი. 2020. 01:37

 

 

“უუნარო” მთავრობამ მოახერხა ის, რაც ძალიან ძლიერი სახელმწიფოების მთავრობებმა ვერ”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „მზის შვილების“ დამფუძნებელმა, ინგა ლოლაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე კორონავირუსზე საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, “წალეკვა” არ გვემუქრება, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ.

 

 

“მეგობარს ველაპარაკე ესპანეთში, არანაირი კონტროლი, არანაირი თავდაცვა, არც მთავრობა და არც მოსახლეობა არანაირ ზომებს არ იღებს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ  გარდა იმისა, რომ ბასკეთი და მადრიდი ჩაიკეტა, არა და, ქალაქში, რომელშიც თავად ცხოვრობს, უკვე 28 ინფიცირებულია.

 

 

დას ვესაუბრე პოლონეთში. წუხანდელი მონაცემებით, 22 ინფიცირებული იყო მთელ პოლონეთში (დღეს უკვე 31) და აქედან 18 იმ ქალაქში, სადაც ჩემი და ცხოვრობს. არანაირი გამკაცრებული ზომები, არანაირი…

 

 

რატომ დავწერე ახლა ეს!

 

 

თქვენ, ვინც ენები და თითები მოიცვითეთ მთავრობის ლანძღვა-გინებით, კარგად გაიაზრეთ და გააკონტროლეთ თავები ვიდრე რამეს დაწერთ და იტყვით. ამ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, “უუნარო” მთავრობამ მოახერხა ის, რაც ძალიან ძლიერმა სახელმწიფოების მთავრობებმა ვერა. უძლიერესი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებია სწორედ ინფექციის გავრცელების წყარო. და რომ საქართველოში დაფიქსირდა ვირუსი, მთავრობის და სახელმწიფოს კი არა, ჩვენი, მოქალაქეების უგუნურების ბრალია.

 

 

დღეში ასჯერ აცხადებდნენ მოერიდეთ მოგზაურობას და განსაკუთრებიტ, იტალიასო. რამდენმა დაიჯერა? საღლიცინოდ და სასაცილოდ არ გვყოფნიდა არც მთავრობის მოწოდება და არც ვირუსი. იტალიიდან ლაივები და სელფები იდებოდა, ნუ იტყვი… ხოდა, ვის რას ვაბრალებთ?

 

 

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, ნინო ჟიჟილაშვილთან თქვა წეღან გამყრელიძემ, რომ თურმე, ისე, ჩვენ რომ არ ვიცოდით, ნერვიულობდნენ კიდეც, ცოტა ეშინოდათ, მაგრამ მუშაობდნენ და პრევენციისთვის ზომებსაც იღებდნენ. თამაზ ცერცვაძემ თქვა, რომ ბოლომდე არ ენდნენ ჯან-მოს რეკომენდაციებს და თავად დააწესეს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც კარანტინში გადაყავდათ ხალხი. ზუსტად ამიტომ, დღეს 300 და 400 კი არა, მხოლოდ 25 ინფიცირებული გვყავს, რაც თავისთავად, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ისევ ჩვენი, მოქალაქეების უგუნურების ბრალი.

 

 

გუშინაც დავწერე და დღესაც ვიმეორებ – ერთადერთი, საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე იზრუნა და ორგანიზებულად დააბრუნა სამშობლოში.

 

 

მჯერა, რომ არანაირი წალეკვა არ გვემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ, მოქალაქეები დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რომელსაც დღეში ასჯერ გვახსენებენ მთავრობაც და ცალკეული პირებიც.

 

 

ამირან გამყრელიძეზე, თამაზ ცერცვაძეზე, პაატა იმნაძეზე რომ ცუდის სათქმელად მოგიბრუნდება ენა, სინდისთან და ადამიანობასთან ვერ უნდა მეგობრობდე!

 

 

საქართველოს მთავრობა მჯერა შენი!

 

 

P.S. თქვენ საყურადღებოდ, ყუთებით რიომ წაიღეთ აფთიაქებიდან პირბადეები – ობი არ მოედოს, გაანიავეთ ხოლმე ხანდახან!”– წერს ორგანიზაცია „მზის შვილების“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner