კოპიტნარის აეროპორტიდან მგზავრები ბათუმის საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. ამის ამსახველ ვიდეოს "გურია თუდეის" ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ უცხოეთიდან ჩამოსული მგზავრები საპირფარეშოთი სარგებლობისთვის ლანჩხუთში შეჩერდნენ. ავტობუსებიდან მათ ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას აკონტროლებს პატრული, რომლის წარმომადგენლებს პირბადეები უკეთიათ. აქვე არიან ადამიანები, რომელთაც სპეცტანსაცმელი აცვიათ.
მგზავრების გადაყვანას სამი ავტობუსი და ხუთი საპატრულო ეკიპაჟი უზრუნველყოფს.