logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
- +

14 ივნისი. 2016. 14:07



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.


მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ  ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა და მისი დაკავება ხელისუფლების მიერ პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით იქნა გამოყენებული, რაც კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაა. სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფებას ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით სამი თვის განმავლობაში 12 ათასი ევროს გადახდა  დააკისრა. თავად მოსარჩელე მხარე არამატერიალური ზარალისა და ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაახლოებით 55 ათას ევროს ითხოვდა.


სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში არ მომხდარა კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. განმცხადებელი აცხადებდა, რომ მისი წინასწარი დაკავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო შიდა კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ნაკლოვანებების გამო, რაც მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა იყო.


ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ უსაფუძვლო იყო, რითაც დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს სასამართლოს 2013 წლის  22 და 25 მაისის გადაწყვეტილებით არ მომხდარა კონვენციის მეხუთე მუხლის  მესამე პუნქტის დარღვევა. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ დარღვევად ცნო  2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner