უკრაინელმა ტურისტებმა ვატიკანში რაფაელის 1511 წლის ფრესკა დააზიანეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ფრესკა „ათენის სკოლა“ ვატიკანის მოციქულთა სასახლის ერთ-ერთ დარბაზშია მოთავსებული. აღმოჩნდა, რომ მასზე წარწერაა ამოტვიფრული: „ლენა ტამარა ვინნიცა“.
მოგვიანებით გაირკვა, რომ წარწერა ფრესკაზე 5 წლის წინ გაჩნდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ არიან ლენა და ტამარა ვინნიციდან.