საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ მისალმების მეთოდთან დაკავშირებით, კოლეგის, მამუკა მდინარაძის გამოწვევას უპასუხა. დეპუტატმა საქართველოში აკრედიტებული ელჩები გამოიწვია. კერძოდ, მან ამერიკის, ევროკავშირის, შვედეთის და ნორვეგიის ელჩებს მიმართა.
უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოსახლეობას კორონავირუსის გამო ტრადიციულ მისალმებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.