logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს დელეგაცია პოზიტიურად აფასებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდგარ შეთანხმებას არჩევნებთან დაკავშირებით
- +

13 მარტი. 2020. 11:24

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს  და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე, ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებს.

 

ევროპის საბჭოს დელეგაციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი  ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner