logo_geo
eng_logo
ლუბლიანას ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა
- +

13 მარტი. 2020. 11:41

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლუბლიანას ქუჩის N11-ის მიმდებარედ მიმდინარეობს.

 

სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიური. ამ ეტაპზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები სრულდება. ლუბლიანას ქუჩის N11-ის მიმდებარედ, სამუშაოები ჯამში, 2400 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

აღნიშნული პროექტისთვის, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს ბიუჯეტიდან დაახლოებით 120 000 ლარი გამოიყოფა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner