დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლუბლიანას ქუჩის N11-ის მიმდებარედ მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიური. ამ ეტაპზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები სრულდება. ლუბლიანას ქუჩის N11-ის მიმდებარედ, სამუშაოები ჯამში, 2400 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
აღნიშნული პროექტისთვის, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს ბიუჯეტიდან დაახლოებით 120 000 ლარი გამოიყოფა.