დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. დიღმის მასივში ოთხ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგება დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივის მესამე კვარტლის 34-ე, 37-ე და 38-ე კორპუსებთან, ასევე, პირველი კვარტლის მეექვსე კორპუსთან 3 715 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა. ასევე, შეიცვლა დაზიანებული ბორდიური და ტროტუარზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 127 710 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.