logo_geo
eng_logo
დიღმის მასივში ოთხ მისამართზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა
- +

13 მარტი. 2020. 11:44

 

 

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. დიღმის მასივში ოთხ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგება დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივის მესამე კვარტლის 34-ე, 37-ე და 38-ე კორპუსებთან, ასევე, პირველი კვარტლის მეექვსე კორპუსთან 3 715 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა. ასევე, შეიცვლა დაზიანებული ბორდიური და ტროტუარზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

 

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 127 710 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner