logo_geo
eng_logo
მიხეილ გორბაჩოვი: ჰაერში ომის სუნი დგას!
- +

13 მარტი. 2020. 12:27

 

 

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველი მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, შეჩერდნენ, ვიდრე მოვლენები კატასტროფულ შედეგებამდე არ მივა. მისი თქმით, ჰაერში ომის სუნი დგას“.

 

დასავლეთი ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი კი - დასავლეთს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სუპერძალის ქვეყნებს ეკისრებათ. სამწუხაროა, რომ აშშ-ის და ბრიტანეთის ლიდერებმა უარი უთხრეს პუტინს, მოსკოვში ჩასულიყვნენ სამამულო ომის 75 წლის თავზე, - აღნიშნა გორბაჩოვმა და ლიდერებს მოუწოდა, რომ „შეჩერდნენ“.

 

შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ - ეს არის ის პასუხისმგებლობა, რაც თქვენ ხალხს უნდა აჩვენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მთელი მსოფლიო ერთი საშიში საფრთხის, კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას“, - განაცხადა გორბაჩოვმა „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner