ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასუტრდა. პიტერ დიუთონმა ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„დღეს რომ გავიღვიძე, ყელი მტკიოდა და ტემპერატურის მატება მქონდა. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქვინსლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და კორონავირუსზე ანალიზი ავიღე, მოგვიანებით მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ“, - წერს მინისტრი.
ცნობისთვის, ავსტრალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 128 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა.