ყაზახეთში ექიმებმა ახალი კორონავირუსი დაუდგინეს ორ მოქალაქეს, რომლებიც გერმანიიდან ჩავიდნენ. ინფიცირებულები ალმა-ათაში არიან ჰოსპიტალიზირებულნი.
ამის შესახებ ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ელჟან ბირტანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გულმოდგინე კვლევის შემდეგ დადებითი პასუხი მივიღეთ ჩვენს ორ მოქალაქეზე. ყაზახეთის მოქალაქეები გერმანიიდან ჩამოვიდნენ, მათ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა მინისტრმა.