logo_geo
eng_logo
ყაზახეთში კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა
- +

13 მარტი. 2020. 13:27

 

 

ყაზახეთში ექიმებმა ახალი კორონავირუსი დაუდგინეს ორ მოქალაქეს, რომლებიც გერმანიიდან ჩავიდნენ. ინფიცირებულები ალმა-ათაში არიან ჰოსპიტალიზირებულნი.

 

ამის შესახებ ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ელჟან ბირტანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გულმოდგინე კვლევის შემდეგ დადებითი პასუხი მივიღეთ ჩვენს ორ მოქალაქეზე. ყაზახეთის მოქალაქეები გერმანიიდან ჩამოვიდნენ, მათ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner